თბილისი. ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN -ი აერთიანებს ქართველ ხელოვანებს მულტიმედიურ გამოფენაში “პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს”. ხელოვანები 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ მულტიმედიურ ნამუშევრებზე, რომელთა შორისაც არის ფერწერული ნახატები, სკულპტურა, ვიდეო ინსტალაცია და ილუსტრაცია. მათი ნამუშევრები ვიზუალური ხელოვნების საშუალებით წარმოაჩენს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლს კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესში.
გამოფენა 25-30 ივნისის ჩათვლით იქნება ღია და მისი მონახულება სტუმრებს ყოველ დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)