თბილისი. 2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ.
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. მათთან ერთად, საზეიმო ცერემონიას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას ჯამში 250 სტუმარი ესწრებოდა.
კონკურსზე წარდგენილი იყო კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. პროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ დარგის წამყვანი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
‘Meliora 2024’-ის ცხრა კატეგორიიდან, გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 კატეგორიაში, გაეცანით მათ...
კონკურსი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
წყარო: ევროკაშვირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)