აჭარა. 7 ივლისს, "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია "ევროპული მომავალი და საზოგადოება". მომხსენებლები: ქეთი დევდარიანი, სცენარისტი და მაია ახალაია,ფილოლოგი.
შეხვედრაზე ისაუბრეს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასა და გასული საუკუნის დასაწყისში იდენტობის ჩამოყალიბებაში ლიტერატურის მნიშვნელობაზე.
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)