en
ge

საჩვენებელი დებატი

გურია. 11 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, კარლ პოპერის საჩვენებელი დებატი რეზოლუციაზე - „მასწავლებელმა და მოსწავლემ თანაბარი წვლილი უნდა შეიტანოს სასკოლო პროცესებში". დებატში მონაწილეობას ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის დებატ-კლუბის უმცროსი ჯგუფის წევრები იღებდნენ. მოდებატეებმა ისაუბრეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანაბარი წვლილის შესახებ სასკოლო პროცესების წარმოებაში. დებატებს, გარდა ახალგაზრდებისა, ესწრებოდნენ პედაგოგები და საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტები. დებატს 50 ადამიანი დაესწრო და მსაჯის გადაწყვეტილებით გამარჯვება მტკიცებითმა გუნდმა მოიპოვა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)