იმერეთი. 5 ივლისს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა.
ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ დიალოგის წარმართვა, ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის მაგალითები, ლიტერატურა, წიგნიერება მოქალაქეობა და მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში – ეს გახლდათ ქუთაისში ორგანიზებული ვორკშოფის ძირითადი საკითხები. შეხვედრას მწერალი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის და ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)