en
ge

უსინათლოები თავიანთ უფლებების დასაცავად იბრძვიან

აჭარა. 11 ივნისს, ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის წევრებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, რომლის მიზანი იყო შშმ პირების პრობლემების გაცნობა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიისთვის და  საზოგადოებისთვის. აქციის წევრებმა ბათუმის მერს წერილობითაც მიმართეს, სადაც საუბარია შშმ პირების სამოქალაქო და პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დასაქმებასა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე. აღნიშნულ აქციას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელიც შეუერთდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)