თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აქვეყნებს სტატიას: „ავტორიტარული კონსოლიდაციის (გეო) პოლიტიკური ეკონომიკა საქართველოში: უცხოური გავლენის კანონის განზომილებები
„სტატიაში განხილულია „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად. (...) სტატია აანალიზებს კანონის შესაძლო შედეგებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ვალზე დაფუძნებული განვითარების რეჟიმისთვის, ხაზს უსვამს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლს და ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მიზანს სუვერენიტეტის გაძლიერების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ბიოლის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)