en
ge

EDEC- ის განცხადება

EDEC- ის განცხადება

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება, „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშს. „კვლევა ეხება იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციების უმრავლესობას აქვს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. 

კვლევაში მოცემულია მცდარი მონაცემები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის - EDEC შესახებ. თითქოს, EDEC-ს არ გააჩნია ვებგვერდი, არ აქვს მითითებული დონორის ლოგო, განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია და გრანტის ოდენობა. ასევე არ არის ხელმისაწვდომი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია. 

EDEC- ის შესახებ ინფორმაცია სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს! 

ჩვენს ორგანიზაციას ვებგვერდი აქვს მისი შექმნის პირველივე დღიდან. გარდა ამისა, საზოგადოებასთან კავშირის შენარჩუნებისთვის ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას, როგორიცაა Facebook, LinkedIn, და YouTube. ჩვენი ვებგვერდი, www.edec.ge, აქტიურად ფუნქციონირებს და მუდმივად ახლდება. ვებგვერდზე მითითებულია ყველა დონორი, მიმდინარე და წარსულში განხორციელებული პროექტები, გრანტის ოდენობა, პროექტის ვადები, სახელწოდება, პარტნიორები, მიზნები, შედეგები და აქტივობები“. 

სრულად...

წყარო: EDEC

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)