თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს. კერძოდ – მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლიელა ფოლადიშვილმა შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება კახა წიქარიშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ.
„სასამართლოს მიერ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და სასამართლო ხელისუფლების თვითლუსტრაციის მორიგი, საგანგაშო ფაქტია. მომხდარი ინციდენტი კარგად აჩვენებს კლანის მიერ მართლმსაჯულების სისტემის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ორგანოების პერსონალის რეფორმის აუცილებლობის დამატებითი მტკიცებულებაა“, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)