თბილისი.ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი" სოფელ სკრაში არსებულ იძულებით გადაადგილებულ
პირთა დასახლებაში მართავს საქველმოქმედო აქციას – „აჩუქე დევნილ ბავშვებს
სათამაშოები".
ასოციაციამ დაიწყო ნივთების
შეგროვება, ნებისმიერ მსურველს 13 ივნისამდე შეუძლია ნივთების ორგანიზაციის ოფისში
მიტანა. შეგროვებულ ნივთებს 16 ივნისს ჩაიტანენ
სოფელ სკრაში, სადაც გაიმართება საქველმოქმედო ბაზრობა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ მათთვის სასურველი ნებისმიერი სამი ნივთის 50 თეთრად შეძენა. ღონისძიების დასრულების შემდეგ შემოსული თანხა დაბის მაცხოვრებლებს გადაერიცხება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: არნოლდ კორნელის, ნუცა ვაშაკიძეს
მობ: +995
571 60 99 55, მობ: +995 598 25 28 88. ან დაუკავშირდით შემდეგ ელ–ფოსტით: cornelia@droni.org, nutsa.vashakidze@gmail.com.
ან შეგიძლია პირდაპირ ორგანიზაციაში მიიტანოთ ნივთები შემდეგ მისამართზე: ღამბაშიძის ქუჩა 3, III
სართული, 0179,
თბილისი, საქართველო
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში