თბილისი. 11 ივნისს ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის
(იუნისეფის), საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ ორგანიზებული
კონფერენცია – „ინვესტიცია საქართველოს მომავალში – ადრეულ ასაკში ბავშვთა
სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა". ეროვნული გეგმა ადრეულ ასაკში
ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარებისთვის მოიცავს კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც
საქართველომ უნდა განახორციელოს 2015 წლამდე. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს
პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ელჩები და მინისტრები, აღმასრულებელი
და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლები.
წყარო: unicef.ge