2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე – 27 აგვისტოს დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, უფრო ადრე, 2024 წლის 1 ივნისს, დაიწყო.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს 1 ივნისიდან ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე (27 აგვისტო) მიმდინარე საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში მიმოხილულია არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.
წყარო: სამართლიანი არჩევნები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)