“კავკასიის ბარომეტრის” 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 58%-ს ჰყავს ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ საცხოვრებლად მიდიან?
CRRC-NDI-ის 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძირითად მიზეზებად დაბალ ხელფასებსა (65%) და სამუშაო ადგილების სიმცირეს (56%) ასახელებს. ასევე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძირითად მიზეზებს შორის ასახელებს მაღალ ფასებს/მაღალ საცხოვრებელ ხარჯებს (28%), ცხოვრების დაბალ ხარისხსა (24%) და მეტი ფულის უფრო სწრაფად გამომუშავების სურვილს (15%).
წყარო: CRRC
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)