საია ეხმიანება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „აირჩიე ევროპის“ საქმიანობის და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას.
„ბიურომ 2024 წლის 6 სექტემბერს სასამართლოს მიმართა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. თუმცა, საიას მიერ შესწავლილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ შუამდგომლობაში არ არის დეტალურად განმარტებული მონიტორინგის საფუძვლები და მიზანი.“
საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ „კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები”.
წყარო: საია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)