თბილისი. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ არასამთავრობო სექტორის,
მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან არაოფიციალური, გაცნობითი ხასიათის
შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა თომას ჰამერბერგი.
ქალთა საკითხები, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესბობების მდგომარეობა ქვეყანაში, შრომითი უფლებები.. ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც არაოფიციალურ გარემოში, ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ჰამერბერგს საკუთარი მოსაზრებები და არსებული პრობლემებიც გააცნეს. მათი განმარტებით, მსგავსი შეხვედრები, ადამიანის უფლებათა კუთხით, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
წყარო: ginsc.net