ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს – „გორგასლიანის“ წევრების სასამართლო პროცესიდან. ფოტო ფარულად არის გადაღებული.
1953 წლის მაისში, კლასელებმა და მეგობრებმა: გურამ დოჩანაშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გურამ სხირტლაძემ, ანატოლი მიქაძემ, ვლადიმერ სიხარულიძემ, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველმა, თეიმურაზ ცერცვაძემ და თამაზ გუნჯუამ დააფუძნეს არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია - „გორგასლიანი“. არაფორმალური გაერთიანების ალტერნატიული სახელი იყო - ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, აბრევიატურა “ქეთო”.
1956 წლის 1 დეკემბერს “გორგასლიანის” წევრებმა დაბეჭდეს ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და თბილისში გაავრცელეს. რამდენიმე დღეში ისინი დააპატიმრეს.
1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში მიიღო მათი ასაკი და მსჯავრდადებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)