გაეროს დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტების დროს მოხდა და მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
,,ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოველით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - განაცხადეს გაეროს ექსპერტებმა.
წყარო: გაერთიანებული ერების წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)