თბილისი. 10 ივნისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის ახალგაზრდული ცენტრის 23 წევრი ესტუმრა. სტუმრები გაეცნენ ცესკოს მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერეს საარჩევნო ადმინისტრაცია. სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსებმა მოსწავლეებს კომისიის აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ახალგაზრდებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია კომისიის საქმიანობების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, ხოლო სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე სემინარის ფარგლებში მათ არჩევნებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოს გაეროს ასოციაციასა და ცესკოს შორის მოლაპარაკების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში, თბილისის ცენტრის რამდენიმე წევრი ცესკოში შტაჟირებას გაივლის.
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში - თბილისის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში