თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მეორე ტურში არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობისათვის საზოგადოების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ხმების საჭირო ⅔ ვერცერთმა მიიღო, რის გამოც ორივე ორგანოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი მეორე ტურში აირჩევს. „ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ხედვების მოკლედ წარმოდგენის უფლება მიეცეთ, ხოლო დეპუტატებს – მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის შეჩერებას საუკეთესო კანდიდატებზე. არანაკლებ მნიშვენლოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლებში მათი მომავალი წარმომადგენლების ხედვები სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესთან დაკავშირებით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში