გურია. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 12 ივნისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შუალედური კონფერენცია. კონფერენციის მიზანი იყო 2013 წლის იანვარი-ივნისის თვეებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გაცნობა ადგილობრივი საზოგადოებისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის მიზნობრივ სკოლებში მოქმედი სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრები, დირექტორები, მხარდამჭერი პედაგოგები, რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საკრებულო-გამგეობის, სოფლის ტერიტორიული ორგანოების და მასმედიის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში მომხდარი ღონისძიებების გაცნობის შემდეგ მოხდა პროგრამის სტაჟირების კომპენენტის 9 მონაწილისა და სოციალური მედიის კომპონენტში წარმატებული მოსწავლის დაჯილდოვება. სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ სტაჟირების მასპინძელი ორგანიზაციები და თვითმმართველობების ის წარმომადგენლები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბებთან და საინიციატიავო ჯგუფებთან ითანამშრომლეს.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიაში პროგრამის პარტიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი. გურიის რეგიონში პროექტში 33 სკოლაა ჩართული.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში