თბილისი. 13 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ და სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართა. თბილისს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წითელი ჯვრის სოციალური ცენტრის 17 ბენეფიციარი სტუმრობდა, რომელთაც სასტუმროს ლობიში ხელნაკეთი ნივთები ადგილზე დაამზადეს. ასევე გაიმართა მათ მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება მიეცათ ემუშავათ წითელი ჯვრის ბენეფიციარებთან ერთად და თავად გამხდარიყვნენ თექის, ნაქსოვ-ნაქარგი ნივთების, სამკაულების და სხვა დეკორატიული ნივთების დეკორატიული ნივთების შექმნის პროცესის უშუალო მონაწილეები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში