en
ge

არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს კანდიდატების საჯარო გამოსვლას ითხოვენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების საჯარო გამსვლის ორგანიზებას სთხოვენ. „მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდინარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ხედვების მოკლედ წარმოდგენის უფლება მისცეს, ხოლო დეპუტატებს – მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რაც პირველ ტურში სამწუხაროდ არ იქნა უზრუნველყოფილი", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიტანოს ცვლილებები პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)