en
ge

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა აჭარაში

აჭარა.აჭარაში დაიწყო სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა. იგი ითვალისწინებს მცირე ფერმერთა ხელშეწყობას. ევროკავშირისა და აჭარის მთავროის მიერ დაფინანსებულ პროექტს წარუძღვება გაეროს განვითარების პროგრამა.
აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის  ნაწილია. ENPARD–ის საშუალების ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში  ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას  სურსათის  უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.
საქართველოში პროგრამა ENPARD დაიწყო 2013 წლის მარტში და მიზნად ისახავს სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. ENPARD საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი  შეადგენს 40 მილიონს ევროს.
17 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს აღნიშნული პროგრამის ხელშეკრულებას.
წყარო:cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)