თბილისი. 17 ივნისს, კონსტიტუციის
42-ე მუხლის ორგანიზებით
გაიმართება
შეხვედრა
- „ფორუმი პაციენტის
უფლებათა
დასაცავად". შეხვედრის მიზანია პაციენტთა უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების განსაზღვრა, ასევე სამთავრობო და არასამთავარობო სექტორებს შორის დიალოგის წარმართვა. შეხვედრას
დაესწრნენ შრომის,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს,
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები, ჯანმთრელობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები. შეხვედრა გაიმართა პროექტის
– „სტრატეგიული
სამართალწარმოება
ჯანმრთელობის
უფლებათა
დასაცავად" – ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია „ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში