en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების ფესტივალი

თბილისი. თბილისის მერიის ორგანიზებით 11 ივლისს  საგამოფენო ცენტრ ექსპო–ჯორჯიაში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ფესტივალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ღონიძიებებს. ფესტივალი გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენით გაგრძელდება კონფერენციით, ხოლო ფესტივალის ბოლოს გაიმართება მრგვალი მაგიდა „თანამშრომლობის შესაძლებლობები თბილისის მერიასა და არასამთავრობო სექტორს შორის". ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: მოქმედი არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების, თბილისის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია 5 ივლისის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდეს მერიის ვებ–გვერდზე www.tbilisi.gov.ge და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, მისთვის საჭირო ღონისძიებებში მონაწილეობის აღნიშვნით.
სრუალად
წყარო: new.tbilisi.gov.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)