კახეთი. გურჯაანში ველო რბოლა გაიმართა. ღონისძიება საინიციატივო ჯგუფმა ,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე" გამართა.იგი მიზნად ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა.
მონაწილეებმა სტარტი ვაჟა–ფშაველას ქუჩის დასაწყისში აიღეს და ფინიშის ხაზი გურჯაანის ტყე–პარკის შესასვლელთან გადაკვეთეს. ღონისძიების ჩატარების შესახებ ინიციატივა გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრს ლევან ყანდიაშვილს ეკუთვნის.
ლევან ყანდიაშვილი, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი:,,ყველა მრბოლელს გადაეცა სამახსოვრო სიგელი, ხოლო გამარჯვებული დასაჩუქრდა სიმბოლური პრიზით, რომელიც ახალგაზრდული განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა შეიძინა".