თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში აწყობს ტრენინგებს დისკრიმინაციის შესახებ. ტრენინგზე განხილული იქნება დისკრიმინაციის აკრძალვა, უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა. ტრენინგებს ჩაატარებენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები.
ტრენინგები ჩატარდება 21 ივნისს-ზუგდიდში, 22 ივნისს-ბათუმში, 23 ივნისს- ქუთაისში.
ტრენინგები იმართება პროექტის - "ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 18:00 საათი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში