თბილისი.
კოალიციას „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის
მიერ, გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირების ჩაგდება
არაპოზიტიურ მოვლენად მიაჩნია. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციისთვის
ის მიზეზი, რომლის მიხედვითაც განიმარტა კონვენციის არგასვლა - ის, რომ კონვენცია იწვევს საკანონმდებლო
ცვლილებებს და ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მას თან უნდა ახლდეს, სერიოზული შენიშვნაა, მაგრამ არა გადაულახავი და ეს არ უნდა გამხდარიყო კონვენციის რატიპიცირების შეჩერებისათვის საკმარისი", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:disability.ge