თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან - საქპატენტიდან მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია თანამდებობის პირების პრემიების, თანამშრომლების პრემიების, მოქმედი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს, ორგანიზაციის ბალანსის, ავტოპარკის ხარჯების, განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული თანამშრომლების, ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების, დაფინანსებული ღონისძიებების, სამივლინებო ხარჯების შესახებ.
წყარო: opendata.ge