თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლოსგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო. „ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. გაეროს კონვენციის, „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ”, მეორე მუხლი ნათლად კრძალავას წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას. გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge