en
ge

ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება

აჭარა. 18 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით  არქიტექტორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის და სხვა სექტორის წარმომადგენლებმა  შემდეგი საკითხები განიხილეს:  სწრაფი ურბანული სივრცითი ანალიზის ( Rapid Urban Spatial Analysis-RUSA) მეთოდის გამოყენებით არსებული მდგომარეობის ანალიზი.  SWOT ანალიზის (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) მეთოდის გამოყენებით არსებული მდგომარეობის ანალიზი.  პროექტის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების ჩართულობაზე, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კვლავაც აგრძელებს მსგავს შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) ფარგლებში.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)