en
ge

საერთაშორისო ექსპერტები საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევებზე

თბილისი. საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (ESOMAR) და საზოგადოებრივი აზრის კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (WAPOR)   ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" და ღია საზოგადოების ანალიტიკური ცენტრების ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნეს ანგარიში "საზოგადოებრივი აზრის კვლევის როლის გაძლიერება საქართველოში".
ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო  არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების სანდოობა შეიძლება  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ  2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვების პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება.    
ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვების მონაცემები განსხვავდებოდა როგორც ერთმანეთისგან, ისე რეალური შედეგისგან. 
ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტორები,  რომელმაც  გაართულა2012 წლის საარჩევნო შედეგების პროგნოზირება. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  განსხვავებულმა მეთოდოლოგიამ და გამოკითხვების ჩატარების დრომ:  კერძოდ, როდის და როგორ უსვამდნენ რესპონდენტებს შეკითხვას და როგორ ახდენდნენ ორგანიზაციები იმ რესპონდენტების ხმების გადანაწილებას, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება.
სრულად 
წყარო: osgf.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023