თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ, მოუწოდა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, არ წავიდნენ შს სამინისტროში ადამიანთა წამების ამსახველი იმ ვიდეოების სანახავად, რომელიც სამეგრელოში იარაღის სამალავებში აღმოაჩინეს.
„„საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის პირადი საიდუმლოება. ამ ტიპის ინფორმაცია, მიუხედავად მისი მოპოვების ფორმისა, წარმოადგენს პირად საიდუმლოებას. ეს ინფორმაცია დღეს არის სახელმწიფოს ხელში და მან არ უნდა განასაჯაროოს ეს მონაცემები. კადრების განსაჯაროება ხდება მათი გაცნობით ნებისმიერი პირისათვის, ვინც სამსახურებრივი მოვალეობით არ არის დაკავშირებული ამ მასალების დამუშავებასთან. ასევე მისი განსაჯაროება დიდ ტკივილს მიააყენებს თავად დაზარალებულ პირებსაც",
განაცხადა მშვენიერაძემ.
წყარო: media.ge