თბილისი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და ფონდმა
„ღია საზოგადოება-საქართველომ" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და
მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი წარადგინეს.
პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემისთვის ფონდ
„ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ქართველმა
და უცხოელმა
ექსპერტებმა შეიმუშავეს. პროგრამული დოკუმენტის განხილვა მოხდება სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის შემდეგაც ის
მთავრობას და
დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად წარედგინებათ.
წყარო: mcla.gov.ge