en
ge

„ერთიანი ჰორიზონტი – 2013“

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებეის ცენტრის მართვის დეპარტამენტში უწყებათშორისო ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. ვარჯიშის – „ერთიანი ჰორიზონტი – 2013" –მიზანს წარმოადგენდა ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის აგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტროებისა და უწყებების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის დახვეწა.ვარჯიშის თანაორგანიზატორი იყო თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდი, სხვადასხვა სამინისტროებისა და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლები. ვარჯიშის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია და მასში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლები. ვარჯიში ხორციელდებოდა აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და ევროპაში აშშ-ს სამხედრო სარდლობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ როგორც კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, ასევე საველე ოპერაციების ცენტრში.
წყარო: წითელი ჯვრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)