იმერეთი. ქუთაისის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის" წევრებმა მონაწლეობა მიიღეს ანკარაში (თურქეთი) ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში, რომელიც 13-19 ივლისი ჩატარდა. პროგრამის მიზანი იყო მონაწილეებისთვის არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალი მეთოდიკების შესწავლა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა საქართველოდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან მიიღეს.