en
ge

გამჭვირვალობა – პრეზიდენტმა ლევან ქარდავას ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

თბილისი.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად 1 ლარად გადაცემულ ქონებას.  „დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება. აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა. 2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის  განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში.  აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც არის აღნიშნული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)