თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში საჯარო დაწესებულებების გვერდების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. იგი მოიცავს იანვარ–აპრილის მონაკვეთს.
„1 ოქტომბრის შემდეგ ქართული სამთავრობო უწყებების მუშაობამ ელ-სივრცეში დიდი ცვლილებები განიცადა, უმეტესწილად დადებითი კუთხით. საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში დახურული ჰქონდა კედელი და გაუქმებული ჰქონდა შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია, დღეს ეს პრობლემები მოაგვარა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.idfi.ge