en
ge

„აუტიზმის მქონე ადამიანები: სტრატეგიები და მიდგომები“

აჭარა. 21 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „აუტიზმის მქონე ადამიანები: სტრატეგიები და მიდგომები". შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
პoლოტური კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობათა სტატისტიკა: ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. საქართველოში წელიწადში აუტიზმის პრობლემის მქონე დახლოებით 500 ბავშვი ვლინდება. საქართველოს აუტიზმის  საზოგადოება  შეეცდება  ხელი შეუწყოს  აუტისტური სპექტრის აშლილობების  მქონე პირთა მშობლების და პროფესიონალების გაერთიანებას, არსებული  რესურსების მოძიებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში, კავშირების დამყარებას გამოცდილების მქონე სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირთა სერვისის ჩამოყალიბებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)