en
ge

ახალგაზრდებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთი. ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რადიაცია, მიწისძვრები, ვულკანი, ზვავი - ამ თემებზე ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ამერიკის კუთხის” ხელშეწყობით, 21 ივლისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
კონფერენციის თემა, ,,ეკოლოგიური პროლემები”,  წინასწარ იყო განსაზღვრული. კონფერენციის ჩატარების იდეა მოსწავლეებმა ორგანიზაციას რამდენიმე კვირის წინ პროექტის სახით წარუდგინეს და  სამუშაო შეხვედრების შემდეგ საუკეთესო მოხსენებებიც შეირჩა. ჟიურის მიერ გამოვლენილ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ მონაწილეებს და კენჭისყრით გამოვლენილ ,,აუდიტორიის რჩეულს” სერთიფიკატები და ამერიკის კუთხის სპეციალური პრიზები - ინგლისურენოვანი წიგნები გადაეცათ.
,,ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა სკოლის გარეთაც აქტიური ცხოვრებით ვიცხოვროთ და გარემოს შესახებ ცოდნა გავიღრმავოთ”, - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კაპანაძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)