en
ge

ფონდ „ღვთისშვილების“ ინიციატივა

აჭარა. 25 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქველმოქმედო ფონდ "ღვთისშვილების" წარმომადგენლებმა ფონდის 6-თვიანი არსებობის მანძილზე გაწეული საქმიანობა საზოგადოებას გააცნეს. ფონდი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლამდე ასაკის ადამინებს ეხმარება. ამ ეტაპზე ცდილობს რომ აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირები აღწეროს, რის შემდეგაც ასეთი კატეგორიის ადამიანები შეძლებენ სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ფონდების მიერ გაღებული დახმარება მიიღონ. ფონდმა ახალი ვალდებულება აიღო, რომ აჭარის ყველა სოფელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოძიება და აღრიცხვა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ საქმიანობისთვის ფონდი "ღვთისშვილები" ფინანსების მოძიების პროცესშიადა ადგილობრივ საზოგადიებრივ ორგანიზაციებს, აღნიშნული ფონდის საქმიანობისშესახებ  საზოგადოებისთვის მიწოდებაში დახმარებას სთხოვს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)