en
ge

ცხოვრების ჯანსაღი წესის აქცია ყარაჯალაში

კახეთი. თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და სოფელ ყარაჯლის სკოლის მოსწავლეებმა, ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ცხოვრების ჯანსაღი წესის აქცია. აქციის ფარგლებში გაიმართა ფეხბურთის თამაში. თამაში გაიმართა 2 ეტაპად. პირველ თამაშში მონაწილეობა მიიღეს ბიჭებმა, ხოლო მეორე თამაშში ერთმანეთს შეეჯიბრნენ თელავის ახალგაზრდული ცენტრის გოგონები და ყარაჯალის სკოლის მოსწავლე ბიჭები. შეხვედრაზევე დაიგეგმა მომდევნო ერთობლივი ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ნაადრევი ქორწინების პრობლემის დაძლევას მიეძღვნება.
წყარო: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში-თელავის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023