თბილისი. 26 ივნისს "საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა" ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადება შეეხება ლუდომანისათვის (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი) ქმედუნარიანობის შეზღუდვას, რაც გულისხმობს მისთვის უფლების შეზღუდვას განკარგოს შემოსავლები თუ ქონება, სასამართლოს მიერ დანიშნული მზრუნველის გარეშე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში