თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ვებგვერდზე განთავსდა დოკუმენტები თანამდებობის პირების პრემიეის, თანამშრომლების პორემიების, მოქმედი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს, ორგანიზაციის ბალანსის, ავტოპარკის ხარჯების, ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების, დაფინანსებული ღონისძიებების, სამივლინებო ხარჯების, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან დანიშნული თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ. ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშებისა და აუდიტის ანგარიშების შესახებ.
წყარო: opendata.ge