თბილისი. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები საქართველო" ენერგო გლობუსის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. ჯილდო გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე და ამ კუთხით საზოგადოებასა და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე.
ენერგო გლობუსის საერთაშორისო ჯილდო მოიცავს წყლის, დედამიწის, ცეცხლის, ჰაერისა და ახალგაზრდობის კატეგორიებს. ენერგო გლობუსის ჯილდო დაწესდა 1999 წელს, ავსტრიული ენერგეტიკის პიონერის ვოლფგანგ ნოიმანის მიერ და ის ერთ–ერთი პრესტიჟული გარემოსდაცვითი ჯილდოა.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები საქართველოს" ჯილდო მიენიჭა პროექტის „კლიმატის კვირეული - საზოგადობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა კლიმატის ცვლილების შერბილები პროცესში" – ფარგლებში ჩატარებული საქმიანობისათვის.
წყარო: cenn.org