თბილისი. ტოლერანტობის სახლმა სამთაწყაროში მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ტოლერანტობის სახლის ინფორმაციით, ტრადიციული პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმ მლოცველებს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.
ინციდენტამდე სოფელში მონიტორინგის მიზნით ჩასულები იყვნენ უცხოელი დამკვირებლები, რამაც განაპირობა ლოცვის მშვიდობიან პირობებში ჩატარება. ლოცვის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა ხოჯას სახლთან მუქარით მივიდა და მის ცოლს სცემა.
მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს დაიწყონ გამოძიება და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მოხდეს მოძალადე პირების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა",
ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში