ქვემო ქართლი. საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 27–29 ივნისს მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის 6 მოხალისეს უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები, ჩატარდა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, გამოცდილების გაზიარება და სათემო ახალგაზრდული ღონისძიებები. პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში