თბილისი. სოფელ სამთაწყაროში, 28 ივნისს განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. „განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სოფელ სამთაწყაროში რელიგიური კონფლიქტის კერა არსებობს და ადგილობრივი მუსლიმები ზეწოლისა და შევიწროების ქვეშ არიან. ...შექმნილი მწვავე სიტუაცია, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას გადადგას დროული და ქმედითი ზომები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. სხვა შემთხვევაში არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ის სხვა მსგავსი ტიპის დასახლებებშიც გავრცელდეს", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საერთაშორისო გაჭირვალობა – საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიის განვითარების ფონდი, ორგანიზაცია „იდენტობა", ფონდი ALPE, ტოლერანტობის სახლი - House OF Tolerance.
წყარო:ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში