აჭარა. 29 ივნისს, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეის" ინციატივით ჩატარდა მორიგი სემინარი თანამედროვე მხატვრობის შესახებ, რომელსაც მხატვარი გია ბუღაძე უძღვებოდა. 30 ივნისს კი, კინომცოდნე გოგი გვახარიამ გააცნო ახალგაზრდებს თანამედროვე რეჟისორების შემოქმედება, თანამედროვე კინემატოგრაფიის ძირითადადი მიმართულეები და პერსპექტივები.
„არტ ვეის" აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება თანამედროვე ხელოვნების სფეროების შესახებ და მათი გააქტიურება. „არტ ვეიმ" უკვე ჩაატარა ოთხი სემინარი თანამედრო კლასიკური მუსიკის, მხატვრობის, თეატრისა და კინოს თანამედროვე ტენდენციების შესახებ. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.