en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის პლენარული სხდომა

თბილისი. 2013 წლის მოწვევის „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" მე-2 პლენარულ სხდომაზე ინიციატივა ახალგაზრდული პარლამენტის კიდევ ორმა კომიტეტმა წარადგინა. 
ახალგაზრდული პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში პათოლოგიურ-ანატომიური კვლევის აღდგენას ითვალისწინებს. ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდება ადამიანთა სიკვდილის ზუსტი მიზეზების დადგენა. ამ ცვლილების მიზანი ქვეყნის ნოზოლოგიური პროფილის განსაზღვრა, სიკვდილიანობაზე სწორი სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და ექიმის კვალიფიკაციის სისტემატური, უწყვეტი ამაღლებაა. 
კიდევ ერთი ინიციატივა, ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტმა წარმოადგინა. ინიციატივა მიზნად საქველმოქმედო ფოდნების ხელშეწყობას ისახავს და საგადასახადო კოდექსის 117–ე მუხლში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების მიზანი ქველმოქმედების წახალისება და შეწირულობების გაადვილებაა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)